ქუთაისი–პარიზი და გალაკტიონი

გალაკტიონს ვინ არ იცნობდა?!

ერთი წაუსტვინა და ისე მომეჩვენა, თითქოს წინ გაფრინდა კიდეც.

თვალის  შევლებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ ორცხენიანი ეტლი გაჩნდა.

Qutaisis Xedi-2მეეტლემ ქუდი მოიხადა და მაღლა აიშვირა.

იჯდა ასე, კოფოზე, აშვერილი ქუდით.

– აბა, გოგია ჩემო! ნელი სვლით გელათისაკენ.

– გახლავართ ოცდახუთი ცხენოსნით, – მიუგო მეეტლემ – გოგია კარანაძემ და ქუდი დაიხურა.

ეტლი გასცდა ქუთაისის დაბრეცილ, ორსართულიან სასტუმროს – „გრანდ ოტელს“.

– ესაა ქუთაისი – პატარა პარიზი, – მითხრა გალაკტიონმა.

მე გამეღიმა:

– ეიფელის კოშკი აკლია.

გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო:

– აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი?

მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა.

– ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა.

– სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“.

– ეს რა კიოსკებია?GALA

– ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ.

ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია.

მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი.

გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე.

– აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, – მითხრა გალაკტიონმა.

მე თვალები დავაჭყიტე:

– რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?!

გალაკტიონს საშინლად ეწყინა:

– მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?..

– არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ…

– რა მაგრამ… მითხარი! – შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები.

– რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია.

– არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც.

რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება!


დავით კასრაძე: “მოგონებები გალაკტიონზე”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s