კენჭის ყრა (ნაწყვეტი)

კენჭის ყრაგოგია-ბატონო აზნოურები დიდი ხანია იცდიან, შემოვიყვანო?

ცქვიტ.-რაღას უცდიდი, რატო აქამდე არ შემოიყვანე?

ტყავაძე-ეს აზნაურები მეკენჭეები არიან, კარგად დაუხვდით.

(შემოდის ორი აზნაური, ჩოხაში, ქამარ ხანჯლებით გაწყობილი, ერთს წმ. გიორგის ჯვარი და ოქროს მედალი ჰკიდია)

ცქვიტ.-მობრძანდით ბატონო, უკაცრავათ! მე აქ თქვენ გელოდებოდით, ქი კი ბიჭმა თქვენ გაცდევინათ თურმე!

1 აზნ.-(ჯვარიანი) დილა მშვიდობის, ბატონო!

2აზნ.-მადლობა ღმერთს რომ მშვიდობით გხედავთ.

ცქვიტ.-(ხელს ართმევს) დაბრძანდით, აი აქ დაბრძანდით ! რამდენი ხანია აღარ მინახავხართ, ხომ კარგად ბრძანდებით, თქვენი ცოლშვილი?

1აზნ.-გმადლობ, შენი ჭირიმე, ქე გვიდგია გაჯახირებული სული.

ცქვიტ.-(მეორეს) თქვენი სახლობაც ხომ კარგათ ბრძანდება?

2აზნ.-ღმერთმა თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს! ქე ვართ გვარიანათ ღვთისა და თქვენის წყალობით!

ცქვიტ.- როგორი მოსავალია თქვენსკენ? ხომ კაი ამინდებია?

1 აზნ.-ვიღუპებით, ბატონო, ვიღუპებით! რაღა მოსავალი იქნება, ყაძახები ჩვენს ყანებს აღარ ამუშავებენ, ჩვენ ამ სიბერის დროს თოხს ვერ დავიკავებთ ხელში და ქე ვართ ასე გაჭირვებული!

2აზნ.-რაც დამუშავებული გვქონდა ბატონო, ისიც ქარმა და ავდარმა გაგვიფუჭა, სწორეთ ცუდი დღეი დაგვიდგა! შიმშილობამ ოელის ქვეყნიერობას!

ცქვიტ.-ყოველთვის ასე ხომ არ იქნება, ამ წელიწადში არ არის მოსავალი, მეორეში იქნება? ყაზახებს რომ შიმშილით კუჭი აეწობათ, ორივე ხელებით იმუშავებენ.

1 აზნ.-ნამეტანი გაჭირდა ცხოვრება! ადგილ-მამული აღარაფერ შემოსავალს იძლევა! ხარჯი კი ისევ ძველებური გვაქვს, აქეთ მევალე და ბანკი საშველს არ გვაძლევს, თქვენ ნუ მომიკვდებით, ბატონო, თუ ასე წავიდა ჩვენი საქმე, ყველაფერი ოხრათ დაგვრჩება!

2 აზნ.- არც ერთ კეთილშობილს არ შეგვრჩება ადგილ-მამული!

ცქვიტ.- დროს მოტანილს ისევ დრო წაიღებს, ნუ გეშინიათ. ვის არ უნახავს გაჭირვება, მარა არ უნდა დავეცეთ! უნდა გავისარჯოთ, უნდა შევებრძოლოთ სხვა და სხვა დაბრკოლებებს, იმდენი სამწუხარო ჯერ რა გააქვთ?

1აზნ.-ამაზედ უარესი თქვენს მტერს და დამაწყევარს ნუ ნახვოს ღმერთმა! ბანკმა ადგილ -მამული გამიყიდა, სარგებლის შემოტანა დამიგვიანდა და ერთი კვირაც არ მომიცადეს, დამიხსენით ბატონო, მომიხერხეთ რამე, თორე თავიც უნდა გავიუბედურო და ცოლშვილიც წყალში უნდა გადავყარო.

ცქვიტ.-ო, მესმის, მესმის! ეს სულ ბატონი დევდარიანის ოინები იქნება! ამისთანა ამაყი და ოხერი კაცი ბანკში გვყავს უფროსად და აბა რა იქნება! არაფრის შეგეშინდეს, ხვალვე მოვახერხებ რომ თქვენი მამული უკანვე დაგიბრუნონ.

1აზნ.-მაგი ხომ სულ გაკეთება იქნება! თქვენ პირს შაქარი! გამისთვის ვიკლავ თავს მარა…აქედანვე უნდა მითხრა რას გადამახდევინებ. ღარიბი კაცი ვარ, მარა, მაინც თქვენს წილ სირცხვილს არ ვჭამ.

ცქვიტ.-მე არაფერს არ ავიღებ!

1აზნ.-როგორ თუ არაფერს, აგი რავა შეიძლება?!

ცქვიტ.-სრულებით არაფერს! მე მაგისთანა სამართ₾იან საქმეში ფულს არ ვღებულობ! აბა რისთვის მიმიღია უმაღლესი სწავლა, თუ ჩემს მოძმეს არ გამოვადგები! თქვენ ჩემი ხასიათი კარგად არ იცით და იმიტომ გიკვირთ, სწორედ მეწყინება კიდეც რომ შემაძლიოთ ფული!

1 აზნ.-მადლობელი ვარ ბატონო, მარა რით შემიძლია გადავიხადო ამდენი დავალება?

2 აზნ.-ცოტა რამე ბატონო, ფაეტონის ქირა მაინც მიიღეთ!

ცქვიტ.-არაფრამდის! ასეთ საქმეში რომ ფული ავიღო, განა ეს ფული მე შემერგება? ჩემი გასამრჯელო და ჯილდო ის იქნება, რომ თქვენ დაგაწყნარებთ და თქვენს სურვილს შევასრულებ (მეორეს) თქვენც ამ საქმეზე ბრძანდებით ჩამოსული?

2 აზნ.-(მორცხვათ) არა, ბატონო, მე ცოტა სხვა საქმე მაქვს! ჩემი მამული არ არის ჯერ გაყიდუი, მარა ისე აწეწილია ჩემი საქმე, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც საჯარო ვაჭრობით გამიყიდიან. ჩვენში, ბატონო, ხმაი ჩამოვიდა, რომ სახელმწიფო ბანკი დიდ ფულსაც იძლევა და სარგებელსაც უფრო ნაკლებს თხოულობსო.

ცქვიტ.-აქ რამდენ გაქვთ დაგირავებული?

2აზნ.-სამი ათასში, მაარა მეუბნებიან იქინეი ათი ათასსაც მოგცემენო.

ცქვიტ.-მე შემიძლია მოვახერხო, რომ 15 ათასიც მოგცენ.

2აზნ.- მომეხმარე შენი ჭირიმე, თუ თუთხმეტი ათასი მომცეს, მაშინ (საიდუმლო კილოთი) იმ ბანკს სულ შევატიებ ჩემს ადგილს და ქია! თქვენ ნუ მომიკვტებით, აღარ დაგიმალავდა, ოცენშიკები რომ არ დამეთრო, სამი ათასსაც არ მომცემდენ. ერთხელაც არ შევიტან სარგებელს!

ცქვიტ.-გადაგირავებას მე მოგიხერხებ, მხოლოდ ადგილის შეტიებას არ გირჩევ. შენი შვილები ხომ უადგილოდ დარჩებიან. თქვენს ნასახლარზეც ვინ იცის სადაურ გადამთიელებს გადმოასახლებენ.

2აზნ.- იმისთანა ხრიაკი ადგილია, რომ მარტო ტურის კივილი დაახრჩობს, ვინც უნდა გადმოასახლონ!

ცქვიტ.-მაგაზედ მერმე ვილაპარაკოთ! ახლა კი თქვენ ჩემს სახელზე ვექილობა გააკეთეთ და რამოდენიმე თვეში საქმე გათავებული გვექნება. რა თქმა უნდა, ფულს არც თქვენ გამოგართმევთ.

2 აზნ.-დიდი მადლობელი ვარ, ბატონო, თქვენისთანა კეთილი და განათლებული კაცი ღმერთმა ნუ მოუშალოს ჩვენს დაბეჩავებულს ქვეყანას. ჩვენც შეგვასახელეთ რამეზე ჩვენც გვიმსახურეთ, მართალია, დავღარიბდით, მარა მთლად კი არ დავგლახაკებულვართ!

ცქვიტ.-თქვენ კარგად იყავით და მოვესწრებით….არა, სწორეთ ძალიან მიკვირს რომ ერთი კაცი ვერ ვნახე დევდარიანის მადლიერი და მაინც ის არის ბანკის თავმჯდომარეთ.

1აზნ.-როგორც მე არ ვარგვარ, ბატონო მინისტერად, ისე არც ის ვარგა ბანკის უფროსად, მარა ყველაფერი თქვენისთანა ნასწავლი ხალხის ბრალია, კენჭის ყრაზე ბატონო, გამოდგებით და იძახით, დევდარიანი შესანიშნავი კაცია,ის ავირჩიოთო! აბა ჩვენ რა ვიცით,ვინ ვარგა და ვინ არა! რასაც თქვენისთანა კაცი გვეტყვის, ჩვენც იმას გავიმეორებთ.

ცქვიტ.-ახლა ის აღარც ნასწავლ კაცებს მოგვწონს და კიდეც გვინდა გამოვცვალოთ.

1 აზნ.-ოჰ, ნეტავი მაინც!

2 აზნ.-მაგისთვის სამახარობლო გერგებათ!

Qutaisis Xedi-2ცქვიტ.-ნასწავლმა კაცებმა პირდაპირ ვუთხარით შენის ნებით დაანებე თავითქო, მარა გაჯიუტდა. მე თავადი ვარ, ვინ გამიბედავს, შავი მომცესო. მე ვუთხარი, მარტო თავადები არ გეყოფა, აზნაურები მოგცემენ შავსმეთქი, იცით რა მიპასუხა?

1 აზნ.-რაი ბატონო?

2აზნ.-რაო?

ცქვიტ. -მე მეფის შთამომავალი ვარ, აზნაურები ჩემს ნაყმევებად მიმაჩნია, ვინ გამიბედავს, რომ შავი მომცესო.

1აზნ.-ღმერთო კი მომკალი, ვინ არის მისი ნაყმევი?

2აზნ.- რომ უძგუფებ შავ კენჭს ქე დეინახავს მაშინ!

ცქვიტ.-თქვენმა აზნაურუკებმა რა უნდა მიქნანო!

1 აზნ. -აგერ ვნახავთ თუ მარტო თავადები ეყოფა!

2 აზნ.-მთელი აზნაურობა შავს მისცემს მაი სიტყვები რომ სადმე გაამხილოს!

ცქვიტ.-გაამხილა და გაათავა, იმან საზოგადოებაში წამოგვიძახა ახნაურებმა რომ ხმა ამოიღონ სულ პანღურისრტყმევით გავაგდებ კრებიდანო.

2აზნ.- ხომ მალე იქნება კენჭისყრა?

1აზნ. – აბა ვნახოთ ერთი, რავა გაბედა მასეთი უზრდელობა!

ცქვიტ.-ყველას ძალიან მოგვივიდა გული, დავუწყეთ ძებნა ისეთ კაცს, რომელსაც კენჭისყრაში მისი დამარცხება შეეძლებოდა.

2აზნ.-ამისთანა ერთი თქვენ მეგულებით!

1აზნ.-ოხ ნეტავი ამას იზადეთ თუარა რაღა გვიჭირს!

ცქვიტ.-წარმოიდგინეთ, რომ ნასწავლმა კაცებმაც ერთხმად მთხოვეს, მარა მე ვერ გავბედე. მე ერთი უბრალო აზნაური ვარ და ის კი თავადია მეთქი!

1აზნ.- დათანხმდით ბატონო,ჩვენს გვარში ბარე 15 მეკენჭეა, ერთი არ დაგაკლდებათ!

2აზნ. -ჩემს გვარშიც ვიშოვნი 10 კენჭამდის, მთელი აზნაურობა თქვენსკენ იქნება!

ცქვიტ.-აქაც ბევრი მეხვეწეს. ვინ იცის, იქნება კიდეც დამიყოლიონ! ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც კაცები ვართ, ჩვენც გვაქვს ძალა!.. ეხ როგორ გავერთეთ ლაპარაკს, (საათს ხედავს). უკაცრავად, სასამართლოში უნდა წავიდე! აი ვექილობის პირი, აქ ხელი მოაწერეთ (აძლევს მეორე აზნ.) და ნოტარიუსს დაამტკიცებინეთ.

2აზნ. – დიდად გმადლობთ ბატონო და აგი საქმე ბატონო კენჭის ყრამდის უნდა გამიკეთო შენი ჭირიმე.

ცქვიტ.-ოო, რათქმა უნდა, ფიქრი ნუ გექნებათ.

ქრისტ.-(სიჩქარით შემოდის, აზნაურები თავს უკრავენ) ო, ეს ყველა ჩემი ნაცნობი ყოფილა! გამარჯობა თქვენი ,ხომ კარგად ბრძანდებით, თქვენი მეუღლე? (მეორესაც) თქვენი?

1აზნ.-მოკითხვა შემოგითვალეს ბატონო.

2აზნ.-ჩემმა სოფიომაც მოკითხვა შემოგითვალათ.

ცქვიტ.-ქრისტინე, ჩვენ საქმეებზე მიგვეჩქარება.

ქრისტ.-მე ხომ არ გაკავებთ, ჯერ საქმე გააკეთეთ და მერე (აზნაურებს) გთხოვთ სადილად ჩვენთან დარჩეთ.იმისთანა ზუთხი გავაკეთებინე ქინძმარში რომ ვგონებ არ დამიწუნებთ.

2აზნ.-რათ სწუხდებით ბატონო..

1აზნ.-მადლობელი ვართ, მარა შეგაწუხებთ.

ქრისტ.-ძალიან მეწყინება რომ არ მოხვიდეთ! სოფელშიც ცოტა რამე უნდა დაგაბაროთ..

ორივე აზნაური-(თავს უკრავენ) -გმადლობთ, გეახლებით თუ არ შეგაწუხებთ..

ქრისტ.-შემაწუხებთ კიარა მასიამოვნებთ! შენც არ დაიგვიანო ჩემო ტატო, მთელი ქვეყანა შენ შემოგყურებს, საცაა კლიენტებიც მოვლენ.

ორივე აზნ.-(თავს უკრავენ) ნახვამდის ბატონო, მშვიდოით ბრძანდებოდეთ! (მიდინა ცქვიტიშვილი თავაზიანად გზას უჩვენებს)

ქრისტინე- ნახვამდის.. არ დაიგვიანოთ ( კარგახანს უყურებს)..იმ კუდაბზიკას ერთს არ ვაღირსებ თეთრ კენჭს (სარკესთან მიბრუნდება და ფიქრის შემდეგ) შავიაო! მაგისთანა მყრალი ენა რომ აქვს მაგიტომ დარჩა სულ უცოლოდ! (საწერ სტოლზე ქაღალდებს ალაგებს, მერმე იატაკისკენ გაიხედავს) უფ როგორ გაუსვრიათ პოლი ამ სოფლელ მურტალ აზნაურიშვილებს, გოგია, გოგია (შემოდის) ყოველთვის მე უნდა გითხრა, შენით ვერ ხვდები, რომ პოლს გაწმენდა უნდა?

გოგია-ახლა მოვდიოდი გასაწმენდად მარა ვინცხა ქალი შემხვდა ბატონს კითხულობს.

ქრისტ.-ვინაა თუ იცი? ლამაზია?

გოგია-ვინაა არ ვიცი მარა ვინცაა კაი კია, სწორეთ სურათია!

ქრისტ.-ვინ უნდა იყოს, კლიენტკა იქნება? უთხარი შემოვიდეს. (გოგია მიდის). ნუთუ ის არის, მაგრამ ის როგორ გაბედავს აქ მოსვლას?!

 

საპატიო ქუთაისელი

დღეს ყველაზე საამაყო ქუთაისელის ხსენების დღეა.
“ბუნებითსა რაჲ პორფირსა
თჳთმფლობელობასა თანა
მეფობისაცა შარავანდნი
მარწმუნენ, ხოლო
მე ვნებათა ბილწთა
მონად მივჰყიდე თავი,
რამეთუ „რომლისაგანცა ვინ
ძლეულ არნ, მისდაცა დამონებულ არნ.“
 

Davit_Agmashenebeli“რას იტყვით მასზე თქვენ?

რა უნდა თქვას თბილისელმა, ქართული ჯიშისა და ჯილაგის მაქებარმა კაცმა, შევარდნაძის დროს ხაზინიდან მოპარული ფულით კაცურად რომ ქეიფობს და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამს, ახლა კი სოროსისტებმა და ლიბერასტებმა სამშობლო გაუყიდეს, სამსახური დაუკარგეს და ქართველობას ართმევენ?

რას იტყვის არაერთი ჟინიანი პოლიტიკოსი, უცხო წარმოშობა ხინჯად რომ მიაჩნია?

რას იტყვიან მართმადიდებელ მშობელთკავშირელასახალხომართმადიდებლები?

რას იტყვის ზოგი ქართველი წარმოება რომ გადაარჩენს საქართველოს თორემ მთავრობა მას კი არ ეხმარება უცხოელებს ეძებს? ” /კახა ბენდუქიძე

საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი“–აქცია რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ, თავად კი მოიხსენებოდა „მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა, შაჰანშა“

“ვინ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარსა გარე გამესხნეს,
თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,
აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს.” არსენ იყალთოელი

“კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებელია, როგორც დავით მეფესა. აქ აღამშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.” –ილია

კახა ბენდუქიძე ნაცმოძრაობის დაბრუნებაზე

კახა–თუკი მოლოდინია,რომ შუქი ჩაქრება ადრე თუ გვიან და ეკონომიკა გაუარესდება, თქვენ ფიქრობთ , რომ ნაციონალები დაბრუნდებიან? –აკაკი გოგიჩაიშვილი

ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა განიცადოს სერიოზული რეფორმა, ის უნდა გახდეს რეალური, იდეოლოგიაზე დამყარებული მემარჯვენე პარტია, რომელიც არ იყო.–კახა ბენდუქიძე

გენერალი ფონ კრესი ქართველებზე

kresi“ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ უფრო მალე და უფრო მტკიცე წარმატებით დაასრულებდა საქმეს, რომ კავკასიელები, ძალზედ მცირე შრომისუნარიანობით და მუშაობის ხალისით არ გამოირჩეოდნენ და უფრო ნაკლებ პასიურები არ იყვნენ. ბევრჯერ მქონია საბაბი ქართველი ხელმძღვანელი პირების გაფრთხილებისათვის, რომ ისინი უფრო აქტიური ყოფილიყვნენ და მარტო გარეშე დახმარების იმედად არ დარჩენილიყვნენ. ამგვარ მოწოდებებს, სამწუხაროდ წარმატება არასოდეს ეწერა.”

ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტაინი

“ჩემი მისია კავკასიაში”

ლევან ბერძენიშვილი ზასტავის მოქალაქე გახდა

“ზასტავა” რუსული სიტყვაა და საგუშაგო კარიბჭეს ნიშნავს.

ლევან ბერძზასტავას ერქვა ქუთაისის ერთი პატარა უბანს, ვიდრე ქალაქის განაპირა იყო. დღეს ამ უბნის ტერიტორია გამარჯვების მუნიციპალიტეტის საზღვრებშია, მისი მშვენებაა უკრაინის ქალაქ ჟიტომირის ამაოხრებლის, მემარცხენე ესერის და რუსეთის სამოქალაქო ომის გმირის ვასილ ისიდორეს ძე კიკვიძის ძეგლი.

“ზასტავას”–რომელიც უკვე თითქმის მივიწყებული სახელდებაა, ახალი სიცოცხლე შესძინა ქალბატონმა ნატო ქათამაძემ, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ქ–ოცნების საზოგადოებაში წარმოადგენს.

მისივე ინიციატივაა “ზასტაველობის ბრწყინვალე დღესასწაულის” აღნიშვნის აღდგენა და საპატიო ზასტაველის სტატუსის შემოღება, რომელიც პირველად მსოფლიოს ისტორიაში საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების დეპუტატს ლევან ბერძენიშვილს გადაეცა.

ვუსურვოთ ამხანად ლევანს ღირსეულად ეტარებინოს საპატიო ზასტაველის ესოდენ საპასუხისმგებლო ტიტული.

ქუთაისი–პარიზი და გალაკტიონი

გალაკტიონს ვინ არ იცნობდა?!

ერთი წაუსტვინა და ისე მომეჩვენა, თითქოს წინ გაფრინდა კიდეც.

თვალის  შევლებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემს წინ ორცხენიანი ეტლი გაჩნდა.

Qutaisis Xedi-2მეეტლემ ქუდი მოიხადა და მაღლა აიშვირა.

იჯდა ასე, კოფოზე, აშვერილი ქუდით.

– აბა, გოგია ჩემო! ნელი სვლით გელათისაკენ.

– გახლავართ ოცდახუთი ცხენოსნით, – მიუგო მეეტლემ – გოგია კარანაძემ და ქუდი დაიხურა.

ეტლი გასცდა ქუთაისის დაბრეცილ, ორსართულიან სასტუმროს – „გრანდ ოტელს“.

– ესაა ქუთაისი – პატარა პარიზი, – მითხრა გალაკტიონმა.

მე გამეღიმა:

– ეიფელის კოშკი აკლია.

გალაკტიონმა ხუმრობა განაგრძო:

– აი, ესაა ქუთაისის „ბაღის კიდე“. პარიზში ხომ გინახავს ელისეის მინდვრები ან ლუქსემბურგის ბაღი?

მე გამახსენდა ელისეის გიგანტური ბულვარი და გამეცინა.

– ახლა მარჯვნივ მიიხედე! ეგაა მთავარანგელოზის ეკლესია, „ნოტრ დამ დე პარი“ – პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.

მსგავსება იმდენად „დიდი“ იყო, რომ ისევ გამეცინა.

– სწორს გეუბნები, ნუ იცინი, აი ესაა ჩილინგარიშვილების საკონდიტროები, რომელიც აღემატება თავის ხარისხით კაფე „პასკალს“.

– ეს რა კიოსკებია?GALA

– ო, ეს კი ლაღიძის წყლების მაღაზიებია, აქ უკვე ხუმრობა გაშვებით, პარიზელებსაც არ ექნებათ ასეთი საუკეთესო, სურნელოვანი ლიმონათები, როგორსაც ჩვენ ვამზადებთ.

ეტლმა გაიარა ძველი ეკლესია.

მოწამეთაში ცალკე გზით ჩავედით და გამოჩნდა აღმართიც, გელათის გრანდიოზული მისასვლელი.

გელათის კარიბჭესთან ვეებერთელა ქვა შევნიშნე.

– აი, ეს ქვა თვითონ დავითმა ამოზიდა საკუთარი მხრებით, – მითხრა გალაკტიონმა.

მე თვალები დავაჭყიტე:

– რას ამბობ, კაცო, ამოდენა ქვას როგორ ასწევდა?!

გალაკტიონს საშინლად ეწყინა:

– მაშ, დავითი რაღა დავითი იქნებოდა?..

– არა, გოლიათი რომ იყო, ეს ვიცი, მაგრამ…

– რა მაგრამ… მითხარი! – შემომანათა გალაკტიონმა ჯიღა თვალები.

– რადგან პარიზს ვახსენებდი, გეტყვი. პარიზში, ნაპოლეონის ბრძანებით ძველი მემფისიდან ასი უღელი ცხენით ძლივს გადაიტანეს მთლიანი ქვის სვეტი, ეგვიპტური წარწერით. ეს ქვა იმ ობელისკზე მეტია.

– არა! დავითის ამოტანილია, დავითის! ასე იცის ქართველმა ხალხმა, ასე მწამს მეც.

რაღას ვიზამდი! რასაც ხალხის ბეჭედი აზის, უნდა იწამო კიდეც, მით უმეტეს, როცა გალაკტიონი ემოწმება!


დავით კასრაძე: “მოგონებები გალაკტიონზე”

ინტელიგენციაზედ

MikhakoTsereteli“განა მთელი ჩვენი ინტელიგენცია რუსული აზრებითა და იდეალებით არ იკვებებოდა? განა მათი რუსული პსიხიკა, ქართულ ნიადაგზედ გადმონერგილი, როდისმე სცდილობდა საქართველოში შეექმნა რწმენა სამშობლოს ორგანულ ეროვნულ ცხოვრების აღდგენისა და განგრძობის აუცილებლობისა?–გარდა ერთ–ორ დიდბუნებოვან ადამიანისა–არავინ და არასდროს!”–მიხაკო წერეთელი