ევროპის სუპერ თასი ოკუპაციის ხაზზე

tasiსაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მცოცავი ოკუპაცია ორიგინალური ფორმით გააპროტესტა.

ფედერაციის წარმომადგენლებმა ევროპის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას თასი საოკუპაციო ხაზთან ჩაიტანეს.

“ამ დიდ მოვლენას მთელი სოფელი დიდი ინტერესითა და განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. დვანი გარშემორტყმულია რუსი მესაზღვრეებით. აღნიშნულ მოვლენას ოკუპანტი მესაზღვრეები და სნაიპერები აკვირდებოდნენ.”–აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე განცხადებაში.

tasi 2

Advertisements

საპარლამენტო ქალაქის მერობიდან მებუფეტეობამდე

download (1)ქუთაისის მერია „Adjara Fashin Week”-ზე ქუთაისელი მოდელებისთვის სასტუმრო განთავსებისთვის 5000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კვების რაციონი შემდეგი მენიუს გათვალისწინებით უნდა იქნეს შემოთავაზებული:

სულგუნი – 50 გრ
ყველი იმერული- 50 გრ
მაწონი 100 გრ
არაჟანი 100 გრ.
ყავა ხსნადი 15 გრ ყ
ქართული ჩაი -1 ც
წვენი 200მლ
ხილი სეზონური -50გრ
ხაჭაპური 150 გრ. ლ
პური შავი/თეთრი 200 გრ

მერ მურღულიას არ ავიწყდება რეგიონის ერთგულება, შესაბამისად ყველი აუცილებლად იმერული უნდა იყოს!

ქუთაისის მერიაში ქართული ჩაისა და ეკონომიკის განვითარებაზეც ზრუნავენ-ცეილონური ჩაის შემოთავაზების შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის მსურველი ავტომატურად მოიხსნება!

სულგუნის მენიუში არსებობა -იმერული დიპლომატიაა მეგრელი მეზობლების მიმართ!

ხილი სეზონური-აბა პომპეზურობას და იდიოტობებში უაზრო ფულის ხარჯვას როგორ იკადრებს ქუთაისის მერია?!

ოტია იოსელიანი აფხაზეთის ინტეგრაციაზე რუსეთში

otio“მე თუ შემჭმელი ვიყავი მაგათი და ჩამყლაპავი, თვითონ ამბობს უძველესი საუკუნეებიდან ვართ ერიო, მაშინ ამდენ ხანს შევჭამდი ხომ? როცა არც გაერო იყო და არც არაკაცი.  ჩვენ არადა, მაგი რომ მიდის ვინცხასთან, იმან ბევრი შეჭამა სხვათაშორის, მაგისთანები კიარა, ბარე ორი მაგაზე მსხვილი”

კალაძე: “უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს!”

a536a1b2b6cd8f60fe1b53e73717ec0e.jpg8689ვეფხვის თავდასხმის გამო მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებას სახელისუფლებო გუნდის შიგნითაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კალაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს: “უნდა ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს როგორ მოხდა ეს ტრაგედია.
უნდა დადგინდეს და არა დაბრალდეს! მე ყოველთვის ვაამყობდი რომ მიღწევები არის გუნდური, მე ყოველთვის ვიამაყო უნდა, რომ პასუხისმგებლობაც გუნდურია.”

ფაქტს ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკოც: “მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ აქ დამნაშავის ძებნაზე კი არ უნდა იყოს აქცენტი, არამედ იმაზე, რომ გართულებები და ზიანი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნებია, მოხდა უბედური შემთხვევა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვილის ოჯახს.

ამის ფონზე სახელისფულებო გუნდის ერთი ნაწილი სხვა შინაარსის განცხადებას აკეთებს:

“რაც შეეხება კითხვას პასუხისმგებლობის საკითხზე, ამაზე დაწყებულია გამოძიება და ვინც არ უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი ამ ტრაგედიის გამოწვევაში ყველა აგებს პასუხს,”-ეს განცხადება მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

ჯანელიძის თქმით, ინფორმაციას დაკარგული ცხოველების შესახებ იღებს კომპეტენტური პირებისგან და ამ შემთხვევაში მან ინფორმაცია მიიღო ზოოპარკის დირექტორისგან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის დავალებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

კახა ბენდუქიძე ქარის სამინისტროზე

კახაკახა ბენდუქიძის პროგნოზი, პრობლემების მოგვარების მოტივით ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ბიუროკრატიის ზრდაზე:

“ასე ხდება, როცა მთავრობა ცდილობს ყველაფერში ჩაერიოს:

-რა პრობლემაა სახელმწიფოში?

-ბავშვები ბაღებში იფსამენ ..

-შევქმნათ სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ამას უშველის!

-კიდევ რა პრობლემაა?

-სახელმძღვანელოები ძვირი ღირს..

_მოდი დავბეჭდოთ სახელმძღვანელობები და დავარიგოთ უფასოდ!

-კიდევ რა პრობლემაა?

-ქარი უბერავს…

_მოდი შევქმნათ სამინისტრო, რომელიც ჰაერის ნაკადებს დარეგულირებს..

ეს “კეთილი” სურვილები ქმნის საკამოდ ცუდს შედეგს, ამაში მოხვდა უკრაინა და არ ვიცით როგორ გამოძვრება, ამის პირველი ეტაპი დავიწყეთ ჩვენც”-კახა ბენდუქიძე

სახარება წაგიკითხავთ?

benduqidzeნაკვესი, კახა ბენდუქიძის მიერ სტუდენტებისთვის გამართული საჯარო ლექციიდან :

-სახარება წაგიკითხავთ?
-კი, წაგვიკითხავს..
-მერე იქ სადმე წერია რომ საქართველო იარსებებს, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს?
-არ წერია
-ცხადია არ წერია, რატომ ვიქნებით მაშინ?! თუ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო შენარჩუნდეს, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის..